უკრაინაში უმუშევართა ზრდა დაფიქსირდა

უკრაინაში 2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით უმუშევართა რიცხვი 50 ათასი ადამიანით გაიზარდა, მონაცემებს აქვეყნებს სახსტატი.
გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად დარეგისტრირდა 338,2 ათასი უმუშევარი, რაც 49,3 ათასით მეტია 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით, წერს korrespondent.net
თავის მხრივ კი ნოემბერში უმუშევართა რიცხვი 29,6 ათასით იყო გაზრდილი.
სტატისტიკური უწყების მონაცემებით, დეკემბერში ვაკანსიათა რიცხი 59 ათასამდე შემცირდა (ნოემბერში 80,9 ათასამდე), დატვირთვამ ერთ ვაკანსიაზე შეადგინა 6,0 უმუშეავრი (ნოემბერში 6,0). მიუხედავად ამ სტატისტიკური მონაცემებისა, 25 დეკემბერს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი ტიმოფეი მილოვანოვი აცხადებდა, რომ უკრაინაში იზრდება დასაქმების დონე.
წყარო: korrespondent.net

კომენტარები