უკრაინაში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა

უკრაინაში ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია. მას ასევე ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს.

სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული.

პოლიციის ინფორმაციით, შესაძლოა, ავტობუსში ოცამდე ადამიანი იმყოფებოდეს.

კომენტარები