უკრაინაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელი მძევლად აიყვანა

უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელი მძევლად აიყვანა. ამ ინფორმაციას  უკრაინული მედია ავრცელებს.

დღეს დილით სამართალდამცველებმა მანქანის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ოპერაცია გახორციელეს. დაკავების დროს თავდამსხმელმა ხელყუმბარა ამოიღო. აფეთქებით დაიმუქრა.

ამჟამად, ბოროტმოქმედი მძევლად აყვანილ პოლიციელთან ერთად სამსახურებრივი მანქანით პოლტავიდან კიევის მიმართულებით მიემართება.

კომენტარები