უკრაინაში, Pfizer-მა ვაქცინის რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ – Pfizer უკრაინაში ვაქცინის რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა.

-„ინფორმაცია მივიღე, – Pfizer-მა რეგისტრაციის განაცხადი შემოიტანა. უახლოეს დღეებში Pfizer-ის ვაქცინა უკრაინის ტერიტორიაზე დარეგისტრირდება. უკრაინაში დარეგისტრირებული ყველა ვაქცინა  იქნება  უსაფრთხო“, – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა.

უკრაინაში ვაქცინაციის კამპანიის დაწყება 16-17 თებერვლიდან იგეგმება.

კომენტარები