უკრაინა ირანისგან ჩამოგდებული სამგზავრო ავიალაინერის „შავი ყუთების“ გადაცემას ითხოვს

უკრაინის პროკურატურს ინფორმაციას ავრცელებს:

უკრაინა ირანისგან ჩამოგდებული სამგზავრო ავიალაინერის „შავი ყუთების“ გადაცემას ითხოვს. 

უკრაინა მიმართავს ყველა ზომას ბორტჩამწერების შესაბამისი გაშიფრვის უზრუნველსაყოფად და ავიაკატასროფის გარემოებების გამოძიებისას მტკიცებულებების შესანახად.

უკრაინის ელჩმა აშშ-ში ვლადიმირ ელჩენკომ განაცხადა:

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ავიალაინერის კატასტროფის გამოძიება კომპანია „ბოინგის“ მონაწილეობით ჩატარდება.  საგამოძიებო კომისიაში „ბოინგის“ წარმომადგენლების გარდა შევლენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ ავიაკატასტროფას“.

მანამდე ირანმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ გასაშიფრად საფრანგეთში გაგზავნის.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო.

თვითმფრინავი რეისს თეირანი-კიევის მიმართულებით ასრულებდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ინციდენტის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.

ირანში უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამსინფორმაციას Reuters-ი ირანის სასამართლოს წარმომადგენლის გოლამხოსეინ ესმაილზე დაყრდნობით ავრცელებს.

 ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო.

კომენტარები