„უკრაინა ჩვენი ერთი-ერთი გამოკვეთილი მეგობარი ქვეყანაა – ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რაც ჩვენ ხელთ არის“ – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა:

-„უკრაინა ჩვენი ერთი-ერთი გამოკვეთილი მეგობარი ქვეყანაა. პირადად ჩემთვის, რადგან სერგეენკო ვარ, განსაკუთრებით მეგობარია. რა თქმა უნდა, ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რაც ჩვენ ხელთ არის. არ მინდა, უკრაინაში ვინმემ დამადლებად ჩამომართვას, მაგრამ როდესაც 2014 წელს პირველად დაიწყო საბრძოლო მდგომარეობები, საქართველო იყო პირველი, მე ჩავედი პირველი, საკმაოდ დიდი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინეთ. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ჩვენგან ექნებათ“.

საქართველო უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზებას გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო.

კომენტარები