უკრაინიდან პირველები ამერიკელი დიპლომატები გარბიან
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში თავისი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის დაწყებას გეგმავს.
Fox News-ის კორესპონდენტმა ლუკას ტომლინსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს უკრაინიდან ამერიკელი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას. ამის შესახებ ჟურნალისტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრძანება გასცა, რომ უკრაინაში საელჩოს თანამშრომლების ოჯახების ევაკუაცია დაიწყონ“, – თქვა ტომლინსონმა.
ირაკლი ჯანყარაშვილი