„უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის მიღების კონკრეტული შეთავაზებების დრო“-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება:

-„უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავება განიხილა და ხაზგასმით აღნიშნა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებისა და დაღუპულთა რაოდენობის გაზრდის საშიში ტენდენცია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

„უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის მიღების კონკრეტული შეთავაზებების დრო დადგა. ძალისხმევის კონსოლიდაცია და სოლიდარობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, კერძოდ ყირიმის ნახევარკუნძულის დროებითი უკანონო ოკუპაციის კონტექსტში“.

კომენტარები