უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში შეხვდა გერმანიია პრეზიდენტს
პრეზიდენტი ზელენსკი იაპონიაში ესწრებოდა იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციას. იქვე შედგა მთელი რიგი საქმიანი შეხვედრები როგორც იაპონიის ხელმძღვანელ პირებთან, ისე ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებთან, იუწყება segodnya.ua პრეზიდენტის ექსკლუზიურ ინტერვიუში. ზელენსკი ტოკიოში შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.
– ძალიან კარგი, საგნობრივი შეხვედრა გამოვიდა, – ამბობს ზელენსკი ინტერვიუში, – გერმანიის პრეზიდენტს ხუმრობით ვუთხარი, რომ დონბასის კონფლიქტის დარეგულირების ფორმულის გამო უკრაინაში თქვენი გვარი უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩემი მეთქი.
შეხვერდაზე პრეზიდენტებმა განიხილეს კონფლიქტის ზონაში დღეს არსებული ვითარება. ყველა მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს ნორმანდიის შეხვედრა. ბატონ შტაინმაიერსა ძალიან სურს ეს. შეხვედრა არ გამართულა 2016 წლის შემდეგ.
წყარო: segodnya.ua