უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გადადგომა დაადასტურა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალეკსეი გონჩარუკმა განაცხადა, რომ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და გადასცა ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის. ამის შესახებ იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“, წერს meduza.io

„რათა არ იყოს ნებისმიერი ეჭვი, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით პრეზიდენტს, მე დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ის გადავეცი პრეზიდენტს პარლამენტში შეტანის უფლებით“, – განაცხადა გონჩარუკმა.

ახლახან მედია იუწყებოდა, რომ ალეკსეი გონჩარუკმა წასვლა გადაწყვიტა ვლადიმერ ზელენსკის მიმართ სკანდალური გამონათქვამების გამო.

გონჩარუკმა გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა გრივნის კურსის შესახებ მასთან გამართული თათბირის ჩანაწერი, რომელშიც ის არაერთაზროვნად საუბრობს სახელმწიფოს მეთაურის შესახებ.

წყარო: meduza.io

 

კომენტარები