უკრაინის რადამ სამი მინისტრის გადაყენებაზე ზელენსკის განკარგულებას მხარი არ დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის, თავდაცვის მინისტრის სტეპან პოლტორაკისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ვალერი გრიცაკის გადაყენების შესახებ განკარგულებებს მხარი არ დაუჭირა. ეს განკარგულებები დასამტკიცებლად რადას ვლადიმირ ზელენსკიმ 30 მაისს წარუდგინა.
გადაწყვეტილების მისაღებად 226 ხმა იყო საჭირო, დარბაზში დარეგისტრირებული იყო 300-ზე მეტი დეპუტატი, თუმცა ამ დადგენილებებს მხარი დაუჭირა არასაკმარისმა რაოდენობამ – სხვადასხვა შემთხვევებში 67-დან 149 დეპუტატმა.