უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგომას აპირებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლე კლიმკინმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
“მე ვთვლი, რომ ეს ჩემი მხრიდან, ადამიანურად მართებული საქციელია. მართებულია ნორმალური, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისითაც. პოლიტიკური კულტურა კი, ნამდვილად გვჭირდება.“ – განაცხადა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პავლე კლიმკინმა.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ პავლე კლიმკინი სამომავლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

კომენტარები