უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევი მზად არის ლიდერების შეხვედრისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიევმა უნდა მიიღოს პასუხი მოსკოვიდან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მზადყოფნის შესახებ.

”ახლა ჩვენ ველოდებით რუსეთის ფედერაციის მკაფიო პასუხს – ისინი მზად არიან შეხვდნენ თუ არა”, – თქვა მან.

ერთის მხრივ, რუსულ მხარეს არ შეუძლია
უკომენტაროდ დატოვოს დატოვოს საკითხი, მეორეს მხრივ კი კრემლში თავის იკავებენ პრეზიდენტების დონეზე შეხვედრის გამართვისთვის.

ამასთან ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომ რუსეთმა გასცეს მკაფიო პასუხი, არის თუ არა მოსკოვი მზად ასეთი ღონისძიების ჩასატარებლად.

უკრაინელმა მინისტრმა დაამატა, რომ ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება შედგეს “ნორმანდიის ფორმატის” ფარგლებში (რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა).

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.
საუბრისდროს განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები