უკრაინის  სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

უკრაინული მედია ინფორმაციას ავრცელებს:

უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა.

სამხედრო პროკურატურამ, განცხადება მიიღო, 2018 წლის თებერვალში  მიხეილ სააკაშვილის გატაცების, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების და მისი პოლონეთში უკანონო გადაყვანის შესახებ.

2017 წლის ივლისში, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კომენტარები