უკრაინული და აშშ სადაზვერვო სამსახურების პროვოკაციები საქართველოსთვის საფრთხეს მოიცავს! – შოთა აფხაიძე:

  აშშ სპეცსამსახურების ხელწერა უცვლელი რჩება. ცენტრალური სადაზვერვო სამსახური მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პროვოკაციების და დივერსიების მოწყობითაა დაკავებული! – წერს პოლიტოლოგი

შოთა აფხაიძე: 

 

– თეთრი სახლის თანამედროვე პოლიტიკა და გეოსტრატეგია სრულიად ემყარება გლობალური დესტაბილიზაციის პარადიგმას, რაც თავის თავში მოიცავს კონტროლირებადი ქაოსის გამოწვევას, რათა ჰეგემონმა აშშ უკეთ მართოს სხვა სახელწიფოები .

ამას მოწმობს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ბელორუსში გასულ წელს მოწყობილი უპრეცენდენტო პროვოკაცია.

როგორც CNN უკრაინის მთავრი სამმართველოს  დაზვერვის  მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ბელარუსის КГБ – მ ქვეყანაში გადატრიალების ბრალდებით რუსეთის 33 მოქალაქე დააკავა,   ლენგლის ცენტრალური ოფისში დაიგეგმა.  ამ ოპერაციის განსახორციელებლად ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინულ სპეცსამსახურებს ფინანსური და ტექნიკური საშუალებები გადასცა. აშშ დაზვერვის ოფიცრები კი, აქტიურ ინსტრუქტაჟს უწევდნენ უკრაინულ სპეცსამსახურებს.

აშშ და უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შექმნეს ლეგენდა, თითქოს დაკავებული რუსეთის მოქალაქეები კერძო სამხედრო კომპანია “ ვაგნერის “ წევრები იყვნენ, რომლებიც 2014 – 2016 წლებში დონეცკსა და ლუგანსკში  იბრძოდნენ. სინამდვილეში, “გადატრიალების მცდელობის” ბრალდებით დაკავებულები კერძო დაცვის სამსახურებში მუშაობდნენ, რომელთაც აშშ და უკრაინული სპეცსამსახურების მიერ შექმნილმა ფიქტიურმა კომპანიამ 5000 დოლარის ოდენობით გასამრჯელოს დაპირდნენ არაბულ ნავთობკომპანიაში.

რამდენიმე თვიანი  პატიმრობის  შემდეგ რუსეთის მოქალაქეები გაათავისუფლეს და სახლში დააბრუნეს.

რუსეთის და ბელორუსის პროკურატურის და სპეცსამსახურების საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს რომ პროვოკაციის უკან აშშ სპეცსამსახურები იდგნენ. სასამართლომ  ეჭვმიტანილები გაამართლა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

იხილე წყარო: https://tass-ru.turbopages.org/tass.ru/s/mezhdunarodnaya-panorama/12325039

უკრაინული და აშშ სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელებული მსგავსი პროვოკაციები საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციის მატარებელია და მნიშვნელოვან საფრთხეებს საქართველოსთვისაც მოიცავს. ყველას გვახსოვს ბატალიონ  “დონბასის “  მეთაურის, სემიონ სემენჩენკოს და მისი ბანდის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაგეგმილი სამოქალაქო კონფლიქტი, რომელიც ქართულმა სუს-მა დროულად აღკვეთა წარმატებული სპეცოპერაციის  შედეგად.

სემიონ სემენჩენკო და მისი ჯგუფი თბილისში, ჯგუფის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე

ასევე ყველა კარგად გვახსოვს “გავრილოვის ღამე “ და პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რუს ჟურნალისტ პოზნერზე თავდასხმა, ვაჟა ექიმის “ გმირობა “ ცხინვალის რეგიონში და სხვა მრავალი დესტრუქციული ქმედება , რომლის უკანაც აშშ სპეცსამსახურები და მათი აგენტურა დგას.

 მიხეილ სააკაშვილის მუქარა – წინასაარჩევნოდ ჩამოვიდეს საქართველოში – კიდევ ერთ დიდ პროვოკაციაზეა გათვლილი, რომელსაც სამოქალაქო ომი უნდა მოჰყვეს და რომლის უკანაც ისევ და ისევ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური დგას!

 

შოთა აფხაიძე

08.09.2021 .

კომენტარები