უკრაინული ენა გამოგონილია

ამის შესახებ ItonTV-ის ეთერში განაცხადა ისრაელის ყოფილმა ელჩმა რუსეთსა და უკრაინაში ცვი მეგანმა (ჩანაწერი ხელმისაწვდომია YouTube-ზე). უკრაინული ენა გამოგონილია, მისი სახელმწიფოებრიობა კი არარსებული. დიპლომატმა შენიშნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მხოლოდ დამოუკიდებლობის აქტის მიღებით.
„უკრაინას უწევს არაფრისგან შექმნას ახალი სახელმწიფო. აქამდე არ არსებობდა არავითარი უკრაინა. ეს არ არის სახელმწიფოებრიობა, უკრაინას არ ჰქონდა სახელმწიფო, მან ეს თავიდან გამოიგონა ენასთან ერთად“ – განაცხადა მეგანმა.
მან აღნიშნა, უკრაინის სახელმწიფოს შექმნას ართულებს ის, რომ ქვეყანას ძალიან არ გაუმართლა მეზობლებში, ამიტომ მისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბება უკიდურესად ნელა მიმდინარეობს.
აგვისტოში უკრაინელმა საბავშვო მწერალმა ლარისა ნიცოიმ იწინასწარმეტყველა თავისი ქვეყნის განადგურება. მისი აზრით, უკრაინას ემუქრება გაქრობა იმის გამო, ადგილობრივი მცხოვრებლები გულგრილობას იჩენენ თავისი სახელმწიფოს ისტორიის და გამოჩენილი თანამოქალაქეების მიმართ. „უკრაინა ოდესმე გაქრება ისე, როგორც დღეს ქრება უკვე. გამუდმებით და შეუმჩნევლად. ის ქრება ისე, ვით თოვლის გროვა დნება მინდორში“ – წერდა ნიცოი.
წყარო: lenta.ru

კომენტარები