უკრაინული მედია – „აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ პეტრო პოროშენკოს, ჯო ბაიდენისა და ჯონ კერის საუბრები ისმის“

უკრაინის გენერალურ პროკურატურას დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა აუდიო ჩანაწერები გადასცა. ჩანაწერეს თან ახლავს კანონმდებლის განცხადება სახელმწიფო ღალატის შესახებ.

ჩანაწერებშ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხმებთან მიმსგავსებული ადამიანების საუბრები ისმის.

უკრაინული მედია წერს, სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებში ისმის პეტრო პოროშენკოს, ჯო ბაიდენისა და ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის, ჯონ კერის ხმა.

უკრაინელი დეპუტატის მტკიცებით, „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე.

აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, პოროშენკო და ბაიდენი განიხილავდნენ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიკტორ შოკინის გადაყენებას, სანაცვლოდ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას პირდება.

ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება უკრაინულ კომპანია „ბურისმას“, რომელშიც მმართველ თანამდებობას ჯო ბაიდენის შვილი იკავებდა.

დამოკიდებელი ექსპერტიზის დასკვმა აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ჯო ბაიდენის შვილი ჰანთერ ბაიდენი უკრაინულ კომპანია „ბურისმაში“ 2014 წელს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

კომენტარები