„უმეტეს რეგიონში „COVID-19“-ის შემთხვევები იზრდება. ეს შემაშფოთებელი“- ჯანმო

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა 19 მარტს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„უმეტეს რეგიონში „COVID-19“-ის შემთხვევები იზრდება. ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა, რაც კორონავირუსის ახალი სახეობების, საზოგადოებების დისტანცირების შემცირებისა და ვაქცინის არათანაბარი გამოყენების შედეგია. იანვარსა და თებერვალში „COVID19“-ის შემთხვევათა ექვსკვირიანი შემცირების შემდეგ, ახლა ისევ ინფიცირების ზრდის მეოთხე კვირაში ვართ. მართალია, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ  იმაზე ნელი ტემპით, ვიდრე ადრე“, – განაცხადა  ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

კომენტარები