უნგრეთის პარლამენტმა ტრანსგენდერი ადამიანების სამართლებრივი აღიარების გაუქმებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების სამართლებრივ აღიარებას აუქმებს.

კონკრეტულად კი ახალი კანონი გენდერს განსაზღვრავს, როგორც დაბადებიდან, ქრომოსომების განპირობებულ მოცემულობას. ეს ნიშნავს, რომ მანამდე არსებული მიდგომა, როცა ტრანს ადამიანებს ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერისა და სახელის შეცვლა შეეძლოთ, მეტად აღარ იმოქმედებს.

კანონპროექტს მხარი 134-მა დეპუტატმა დაუჭირა 56-ის წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ მას ხელს პრეზიდენტიც მოაწერს და საბოლოოდ იქცევა კანონად.

უფლებადამცველი აქტივისტების განცხადებით, ეს ცვლილება ქვეყანას „უკან ბნელ ხანაში აბრუნებს“. მათი მტკიცებით, კანონი ტრანსგენდერების მიმართ დისკრიმინაციას გაზრდის.

ALT – INFO

წყარო: https://www.theguardian.com/world/2020/may/19/hungary-votes-to-end-legal-recognition-of-trans-people?fbclid=IwAR1Fu70dY584UaZdhGW670mqHAsYThqqjE5PQLG3Z3HWGxiyWKm2fxVc1es

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები