უნგრეთ-სერბიის საზღვარზე მდებარე მიგრანტების სატრანზიტო ზონებში ადამიანების საკვებით უზრუნველყოფა არ ხდება

ბრიუსელი უნგრეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს მიმართავს. კანონმდებლობა თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით აღმოჩენილი დახმარების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. – ამას „ევრონიუსი“ იუწყება.
ევროკომისია ბუდაპეშტს იმაშიც ადანაშაულებს, რომ უნგრეთ-სერბიის საზღვარზე მდებარე მიგრანტების სატრანზიტო ზონებში ადამიანების საკვებით უზრუნველყოფა არ ხდება.
ევროკომისიამ პირველი „დარღვევის პროცედურა“ უნგრეთის წინააღმდეგ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული კანონების გამო 2015 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა ის გასული წლის ივნისში ქვეყანაში მიღებულ კანონმდებლობასთან – ე.წ. „შეაჩერე სოროსთან“ დაკავშირებით ახალ მოქმედებას იწყებს. კანონი ამერიკელ მილიარდერს ჯორჯ სოროსს ეხება, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკანონო მიგრაციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
„უნგრეთის კანონმდებლობა აკნინებს თავშესაფრის მაძიებელთა უფლებას ურთიერთობა ჰქონდეთ ან მიიღონ დახმარება შესაბამისი ეროვნული, საერთაშორისო და არასათავრობო ორგანიზაციებისგან…რაც არ შეესაბამება ევროკავშირის ან საერთაშიროსო კანონებს“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
ბრიუსელმა მიგრანტების სატრანზიტო ზონებში დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ ბუდაპეშტს ოფიციალური შეტყობინების წერილი გაუგზავნა.
უნგრეთს კომისიის შენიშვნებზე საპასუხოდ ერთი თვე აქვს.

კომენტარები