„უნდა გირაოს დათანხმდეს და საპატიმროდან გამოვიდეს, მაგრამ შტურმის მომწყობთა “ბრიგადირის” როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის“-გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა:

-„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი,- მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ნიკა მელიას ადვოკატებით დასრულებული – იყო ის, რომ როგორმე მელიასგან წამებული გმირის ფიგურა შეექმნათ. ეს არ გამოვიდა. ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა – უნდა გირაოს დათანხმდეს და საპატიმროდან გამოვიდეს, მაგრამ შტურმის მომწყობთა “ბრიგადირის” როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის.

საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რასაკვირველია, პოლარიზებულია იმ სტრატეგიასთან და გეგმასთან, რაც „ნაცმოძრაობას“ აქვს. მელია ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული. არა მგონია, მას ადვოკატებმა სწორი რჩევები მისცეს, – დავინახეთ მათი მოქმედება სასამართლოში. საზოგადოების წინაშე ბევრად სერიოზული და მნიშვნელოვანი ამოცანებია, რომელშიც ვერ ეწერება პათოსი, რისი შექმნაც „ნაციონალურ მოძრაობას” სურს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები