„უნდა ვაღიაროთ, შეცდომა იყო გავრილოვის ჩამოშვება-მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ“-მამუკა მდინარაძე

-„ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” ორმაგი სტანდარტების ქვეყნის შექმნის უფლებას არ მისცემს.

ამ ხალხს შეუძლია `გავრილოვები” გაწეროს, მაშინ, როცა გავრილოვის ჩამოსვლამდე 3 წლით ადრე “ეფ-ეს-ბეს” ყოფილი დირექტორი და სლოცკი ჩამოვიდნენ. მთელი რუსეთი და ევროპაც იცნობს ამ ადამიანებს, შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში არიან წარმომადგენლები. “ეფ-ეს-ბეს” ყოფილი დირექტორის ჩამოსვლა პრობლემა არ არის, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი უჭერდა მხარს 2016 წელს, მაგრამ გავრილოვი ეს არის შენი ხინჯი, რომელსაც ვერასდროს მოიცილებ, შეუძლია ეს გვარი გეძახოს, ასეთი ორმაგი სტანდარტების ქვეყნის შექმნა უნდათ და ქაოსის შექმნა უნდათ ამ სტანდარტების გაყიდვის გზით.

უნდა ვაღიაროთ, შეცდომა იყო გავრილოვის ჩამოშვება, შემდეგ, წამოსკუპდებოდა თუ არა ამას ვერავინ დააზღვევდა, იქ თავში იყო შეცდომა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ“,- განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები