უნდა იცოდეთ, პირბადეს გააჩნია კატეგორიული უკუჩვენებები! – ექიმ ნონა აღდგომელაშვილის განგაში:

   საზოგადოება ვალდებულია, ეს იცოდეს! თუ ორგანიზმს საჭირო რაოდენობით ჟანგბადი არ მიეწოდება, მისი ნორმალური ფუნქციონირება ფერხდება: ჰიპოქსიას განიცდის მთელი ორგანიზმი, ყველა ორგანო, სისხლის მოძრაობის სიჩქარე კლებულობს, ორგანიზმის სასიცოცხლო პარამეტრები მცირდება. არაფერს ვამბობ ისეთ ორგანიზმზე, რომელსაც უკვე ააქვს კონკრეტული პათოლოგიები. ანუ პირბადის ხანგრძლივი ტარება ჯანმრთელ ორგანიზმს აავადებს, ავადმყოფი ორგანიზმის მდგომარეობას აუარესებს“ – ამ სიტყვებით დაიწყო ექსკლუზიური ინტერვიუ „თვალსაზრისთან“ ექიმმა თერაპევტმა და ასტროფსიქოლოგმა ნონა აღდგომელაშვილმა:  

– საქართველოში ჯერ კიდევ სავალდებულოა დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება. ამ რეგულაციას მე პირველივე დღიდან ვაპროტესტებ, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სატელევიზიო გადაცემებში. სამწუხაროდ, რეგულაციები, რომლებსაც „ჯანმო“ გვკარნახობდა, ადმიანების გამოჯანმრთელებისაკენ კი არა, პირიქით – დასნეულებისკენ იყო მიმართული.

მოგეხსენებათ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს. 100%-იანი არაფერია: არც წამალი, არც ვაქცინა, არც ნიღბები. ყველა მათგანს აქვს ჩვენება, უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები. ეს არ არის საიდუმლო.

ამიტომაც, არ შეიძლება არსებობდეს „იძულებითი“ მედიცინა. ყოველთვის უნდა დაფიქსირდეს პაციენტის ნება-სურვილი და ეს უნდა ხდებოდეს წერილობით. არცერთ ექიმს არა აქვს უფლება რაიმე დააძალოს პაციენტს, იმანიპულიროს მისი ემოციებით. ჩვენ კონსტიტუცია გვიცავს ასეთი ძალდატანებისაგან, ის შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან პაციენტის უფლებების შესახებ. თუ ეს შესაბამისობა დარღვეულია-მაშინ პრობლემაა და ამაზე უნდა იმუშაონ იურისტებმა.

საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“ (თავი მე-3-ინფორმაციის მიღების უფლება) მე-16 მუხლში მითითებულია, რომ თვითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებენ მასზე (!!!) ანუ ჩვენი ექიმები, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ საზოგადოებაზე-ვალდებულები არიან ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია არა მარტო იმაზე-რამდენი პაციენტია დაინფიცირებული და გარდაცვლილი კორონავირუსით (რაც სრული მარაზმია და ეს საქმით დაამტკიცეს გერმანელმა პროფესიონალებმა), არამედ იმ რეგულაციების მავნებლობაზეც, რომელსაც გვთავაზობენ-რათა არჩევანი ჩვენ გავაკეთოთ. ისინი ვალდებულები არიან არა მარტო გვიკარნახონ, რომ ნიღბები ვატაროთ, რამედ ამ ნიღბების უკუჩვენებებზე და გვერდით მოვლენებზეც გვესაუბრონ. და ეს უნდა გააკეთონ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით!

  – მიგვანიშნებთ, რომ კონკრეტული რეგულაცია პაციენტთა უფლებების დარღვევაა და პასუხისმგებლობას ექვემდებარება?

-რა თქმა უნდა! ნიღბების მოხმარებას აქვს თავისი უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები და, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ! ხოლო, ინფორმირებულობის ვალდებულება აქვთ გარკვეულ ინსტიტუტებს და პირებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ. ეს უკვე დანაშაულია!

– კონკრეტულად, რომელ უკუჩვენებებზე, ან გვერდითი მოვლენებზეა საუბარი?

-მოდით დავიწყოთ იმით, რომ ეს ვირუსი „არახალია“ და მინიმუმ 1976 და 2003 წლებში გადავიტანეთ ისე, როგორც გადაგვქონდა სეზონური გრიპი. მე ჩემი პაციენტებისთვის არც მითქვამს, რომ რაიმე განსაკუთრებული ვირუსი იყო. არ შეიძლება ადამიანების დაპანიკება და შეშინება, როცა იცი რომ შიში და პანიკა იმუნურ სისტემას ასუსტებს. ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება კი ზუსტად ძლიერი იმუნური სისტემაა, რაც ბუნებრივად გვებოძა ღვთისგან, როგორც საუკეთესო თავდაცვის საშუალება.  ისე რომ დათესილი შიშის და პანიკის მიზეზებზეც უნდა ვიფიქროთ, რა სურდათ მავანთ, ასე „ზრუნავენ“ ჩვენს ჯანმრთელობაზე?

დავესესხები აშშ შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სამმართველოს სერტიფიცირებულ თანამშრომელს, ილანია დუგ შმიდტს, რომელიც ამბობს-„ნიღბის შიდა ზედაპიზე და ნიღბის გარე გარემოში არსებული ნაწილაკები ძალიან სწრაფად და დიდი რ-ბით გროვდება ნიღაბზე. თქვენი ამონასუნთქი ჰაერის ტენი მიკრობებით გადავსებასთან ერთად ნიღაბს გამოუსადეგარს ხდის. თუ გექნებათ კონტაქტი კოვიდიანთან-ნიღაბი ვირუსს  შეაკავებს ტენიან ზედაპირზე და თქვენ ხდებით ვირუსის მოსიარულე გამავრცელებელი. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ნიღბებს იკეთებთ-თქვენ სუნთქავთ ამ მიკრობებს ყველგან-სადაც არ უნდა წახვიდეთ. არასტერილურ გარემოში ეს ნიღბები უნდა შეცვალოთ ყოველ 20 წუთში ერთხელ. თქვენ შეგიძლიათ ატაროთ ეს ნიღაბი, როგორც  დაცულობის ცრუ (!) შეგრძნება. თუ სამსახურში გთხოვენ, რომ ნიღაბი ატაროთ მაშინ მათ უნდა დაამტკიცონ,  რომ ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის მოცულობითი პროცენტი 21-ია, ხოლო ამოსუნთქული ნახშირორჟანგი მთლიანად გამოდის ნიღბის გარეთ“ (!)

ამერიკაში ძირითადად იყენებენ 3 ტიპის ნიღბებს-ნაჭრის, ქირურგიულ და N 95 და პორტირებულ P 95-ს.

ნაჭრის ნიღბები ფაქტიურად საერთოდ არ გვიცავს ვირუსისაგან და ამაზე არ შევჩერდები. სამაგიეროდ მისი ტენიანი საფარი მშვენივრად აგროვებს ამონასუნთქ ჰაერში არსებულ ბაქტერიებს, ვირუსებს და ტოქსიკურ ნივთიერებს და უკან აბრუნებს ორგანიზმში. ანუ ბუნებრივი მექანიზმი ორგნიზმის გასუფთავებისა მავნე ნივთიერებებისგან-დარღვეულია და თან არანაირი დაცვა არ არის-სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რატომ უნდა ატარო ეს უბედურება, თუ საკუთარი თავის მტერი არა ხარ.

რაც შეეხება პორტირებულ N 95 და P 95 ტიპის ნიღბებს-ისინი განკუთვნილია დაბინძურებული გარემოსათვის, გამოიყენება მაქსიმუმ 4 სთ-ის განმავლობაში და ღირს 20-30 ევრო, რაც ქართველი მომხმარებლისათვის ოცნების სფეროა. თუმცა დაცვა უკეთესი აქვს.

და ბოლოს ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი ე.წ. ქირურგიული ნიღბები, რომლებსაც ასე გულმოდგინედ გვატარებინებენ, ჩვენდა საუბედუროდ,

1-ჯანმრთელ ადამიანს ნიღაბი არ ჭირდება!

2-ჯანმრთელი, უსიმპტომო  ადამიანისათვის ამ ნიღბის ტარება კატეგორიულად არ შეიძლება! (ამავე ნიღბის ინსტრუქციიდან, რომელიც ყუთზე აწერია. თუ არ აწერია-ესაა დანაშაული.)

3-ეს ნიღბები განკუთვნილია სტერილური(!) გარემოსათვის!   და არა ყველგან-ქუჩაში, ტრანსპორტში, რესტორანში (ოღონდ როცა ფეხზე დგები))) ჯდები თუ არა კორონა ქრება).

დაიმახსოვრეთ: ამ ნიღაბს იმიტომ ჰქვია ქირურგიული, რომ ის ეფექტურია სტერილურ გარემოში, სადაც ქირურგები მუშაობენ. გარემო არამცდაარამც არ უნდა იყოს ბინძური. ის იცავს პაციენტს იმისგან, რომ მედპერონალის საუბრის, დახველების ან დაცემინების დროს საოპერაციო არეში ჰაერწვეთოვანი გზით მიკრობი არ მოხვდეს.

  – ამ დროს, ქირურგის და სხვა მედპერსონალის ჯანმრთელობა ზიანდება?

– რა თქმა უნდა. ამიტომ, მეცნიერები ცდილობდნენ-ქირურგების განთავისუფლებას ნიღბებისაგან. პოლონეთში ჩატარდა ასეთი ცდა-ჰაერის ნაკადი მიმართეს საოპერაციო მაგიდიდან პერიფერიისაკენ და მაგიდიდან 1 მეტრის მოშორებით მდგომი მედპერსონალი უსაფრთხო აღმოჩნდა პაციენტისათვის.

ქირურგიული ნიღაბი ბინძურ გარემოში ვირუსის 50 %-ს ატარებს. ანუ სანახევროდ იცავს, ისიც სტერილურ გარემოში. არასტერილურ გარემოში მისი მავნებლობა იზრდება.

  -თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით აგვიხსენით მექანიზმი.

–  ჰაერიდან ჩასუნთქული ჟანგბადის საშუალებით ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ნელი ჟანგვითი პროცესი, რომელსაც ახლავს ენერგიის გამოყოფა. ამ ენერგიას  ყოველი  ცოცხალი უჯრედი მოიხმარს ცხოველქმედებისათვის. ჩვენ ყოველ წუთს ვხარჯავთ ენერგიას, მის შევსებას კი ვახდენთ საკვების, წყლის, ჟანგბადის საშუალებით… თუ ორგანიზმს საჭირო რაოდენობით ჟანგბადი არ მიეწოდება, მისი ნორმალური ფუნქციონირება ფერხდება: ჰიპოქსიას განიცდის მთელი ორგანიზმი, ყველა ორგანო, სისხლის მოძრაობის სიჩქარე კლებულობს, ორგანიზმის სასიცოცხლო პარამეტრები მცირდება. არაფერს ვამბობ ისეთ ორგანიზმზე, რომელსაც უკვე ააქვს კონკრეტული პათოლოგიები. ანუ პირბადის ხანგრძლივი ტარება ჯანმრთელ ორგანიზმს აავადებს, ავადმყოფი ორგანიზმის მდგომარეობას აუარესებს.

მოგეხსენებათ, ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის მოცულობითი პროცენტი 21%-ია, ამოსუნთქულში-16%.  ანუ ჰაერის მოცულობის 5%-ს ყოველ ჩასუნთქვაზე ორგანიზმი იყენებს ჟანგბადის სახით. ნახშირორჟანგი ჩასუნთქულ ჰერში 0, 03%-ია, ამოსუნთქულში-4%. ნახშირორჟანგი სუნთქვას ხელს არ უწყობს-პირიქით და ნიღბის წყალობით მას უკან ფილტვებში ვაბრუნებთ, შემდეგ კი ხვდება თავის ტვინის სუნთქვის ცენტრში, ააქტიურებს მას და სუნთქვა ხშირდება და ძლიერდება. ეს კი ხელს უწყობს ამოსუნთქულ ჰაერში არსებული ბაქტერიებისა და ვირუსების უკან ფილტვებში ღრმად ჩაბრუნებას. ანუ სამმაგი ნეგატივია-ჟანგბადის ნაკლებობა, ნახშირორჟანგით ინტოქსიკაცია და ორგანიზმიდან გამოყოფილი მიკრობების ფილტვებში ღრმად უკან ჩაბრუნება.

– ინტოქსიკაციის გარდა, სხვა უკუჩვენებებიც არსებობს?

– დიახ, ნიღბის ტარებას აქვს კატეგორიული უკუჩვენებები! საქართველოში რამდენიმე დაავადება შეიტანეს ნუსხაში, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ჩემს თვალწინ ექიმმა ცნობა არ მისცა გოგონას, რომელსაც სახის კანის ალერგიული დერმატიტი ჰქონდა. ამასაც კვლევები უნდა? ფაქტი სახეზეა! როგორ შეიძლება სახის კანის ნებისმიერი დაავადების დროს ნიღაბი გაუკეთო ადამიანს -დერმატიტები, აკნე, ასაკობრივი გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი-ეს ხომ პირდაპირი უკუჩვენებაა ნიღბისათვის. გარდა ამისა ის კვლევები, რომლებიც სხვადასხვა დიაგნოზის დადგენისათვის არის საჭირო-ხშირად ძვირადღირებულია, ექიმები ცდილობენ არ გასცენ ცნობები, თავს იკავებენ.

უკუჩენებაა გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, ნერვული სისტემის, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე, ენდოკრინული სისტემის დაავადებები… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს-მთელ ორგანიზმზე მოქმედებს ურყოფითად. ნუ თმას და ფრჩხილებს ნაკლებად ეხება.

-რა იღონოს საზოგადოებამ?

-შიში ყოველთვის ცუდი მრჩეველია. აზრიც არა აქვს. ეს ვირუსი მრავალჯერ გადაგვიტანია ისე, რომ მისი სახელიც არ გვცოდნია და გადაგვიტანია, როგორც ჩვეულებრივი გრიპი. ნუ შევქმნით ტრაგედიას და ნუ დავინგრევთ იმუნურ სისტემას-ისეც ძალიან ცდილობენ: საერთოდ დავიწყდათ ექიმის ეთიკა და რას ლაპარაკობენ-თავადაც აღარ იციან. ყოველი მათი წინადადება უკვე დანაშაულია. ექიმი უნდა ზრუნავდეს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჩვენ შემთხვევაში ყველა საზოგადოების დაპანიკებას და შეშინებას ცდილობს. ეს დანაშაულია და ადამიანების უფრო მეტად დაავადებას ემსახურება. იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე: ლოცვა, მზე, სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ნატურალური საკვები, წყლის პროცედურები, ფიზიკური აქტივობა, სოციალური აქტივობა, ურთიერთობები. ბუნებასთან ურთიერთობა. პოზიტიური ენერგიის გაცემა- მიღება. მადლიერება, სიკეთის კეთება, სიყვარულის გაცემა. ყველაფერი კარგად იქნება – ნურავის მისცემთ უფლებას შეგაშინოთ. მათაც ეს უნდათ – შეშინებული ადამიანის დამონება ადვილია. ნიღაბი კი მონობის სიმბოლოა – სხვა არაფერი. იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობისათვის. აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა – ნურავის დაელოდებით!

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

 

 

კომენტარები