„უნივერსიტეტის განვითარება გაგრძელდება როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე აკადემიური“

ფონდ ,,ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა განაცხადა:

,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თვისობრივად ახალ დასავლური ტიპის უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს.

მისი განვითარება უწყვეტი პროცესი იქნება. 2020 წლის პირველი ფაზის გაშვების შემდეგ, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის განვითარება გაგრძელდება როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე აკადემიური.

ამ დიდ საშვილიშვილო საქმეში ჩვენი პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც თავად უკვე 150 წლისაა და მისი განვითარება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღესაც ინფრასტრუქტურულად და აკადემიურად მისი გაფართოება ხდება“.

კომენტარები