„უნიტაზის ჩარეცხვის დროს მისი თავსახური დახურული უნდა იყოს – უნიტაზის ჩარეცხვა ღია თავსახურით ინფექციების გავრცელების რისკს ზრდის“ – მეცნიერების კვლევა

უნიტაზის ჩარეცხვის დროს მისი თავსახური დახურული უნდა იყოს.

ამის შესახებ ჩინელი მეცნიერების კვლევაშია ნათქვამი. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩარეცხვის დროს, როცა უნიტაზის თავსახური ღიაა, სითხის ნაწილაკების ერთგვარი ღრუბელი იქმნება. მასში შემავალ პატარა წვეთებს იატაკიდან 91 სანტიმეტრის მანძილზე შეუძლიათ მოძრაობა, ჰაერში ერთ წუთზე მეტხანს ჩერდებიან.  იზრდება სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის კორონავირუსის გადატანის რისკი.

დამტკიცებულია, კორონავირუსით ინფიცირებულებს ვირუსის უჯრედები ფეკალურ მასაში აღენიშნებათ. ცნობილი არ არის, რამდენად აქტიურია ეს უჯრედები, შეუძლიათ თუ არა მათ სხვა ადამიანის დაინფიცირება.

კვლევის ავტორები მოსახლეობას უნიტაზის თავსახურის დახურავას ურჩევენ.

კომენტარები