უნიჭო კინწურაშვილო! არ აგცდება კლეომენის წინასწარმეტყველება!

 

ახლახან, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბერძენი ბერის, მამა კლეომენის მიმართვის   ქართული თარგმანი გავაზიარე. მიმართვაში ბერი იმორებს მოციქულ იოანეს გამოცხადებიდან აპოკალიფსურ შეგონებას, რომ ანტიქრისტეს ნიშნის მიღება დაუშვებელია.

ჩემდა გასაკვირად, ჩემი ეს პოსტი ფეისბუქის ადმინისტრაციასთან გაასაჩივრა და დააბლოკინა ცენზორთა ჯგუფმა „მითების დეტექტორი,“ რომელსაც სათავეში საქართველოში Facebook-ის ექსპერტთა ჯგუფის ოფიციალური ხელმძღვანელი, სააკაშვილის ყოფილი თანაშემწე, სისხლიანი რეჟიმის დროინდელი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენდირექტორი და ნაცების დანაშაულთა ცნობილი გამპრავებელი, თამარ კინწურაშვილი უდგას!

ჩემი პოსტის გაუქმების შემდეგ „ნაპოსტალზე“ ასეთი წარწერა გაჩნდა: „ცრუ ინფორმაცია! შემოწმებულია ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ!“ ანუ, გამოდის, საკუთარი პოზიციის და აზრის გამოხატვა, რაც აქამდე მეგონა, რომ ადამიანის უფლებათა უზენაესი დოკუმენტის – „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ საფუძველზე მქონდა გარანტირებული, ამიერიდან, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნარჩენთან, ქართული მედიის თვითმარქვია ციციკორევნასთან, თამარ კინწურაშვილთან უნდა შევათანხმო!

მაინც, რა ეწერა ბერძენი ბერის მიმართვაში, რამაც ციციკორევნა გააღიზიანა?  ან, რომელი მათი „ექსპერტია,“ ქრისტეს მოციქულ იოანეზე მეტი???
რომელმა თვითმარქვია ექსპერტმა მისცა თავს უფლება, აპოკალიფსის რევიზია მოახდინოს??? აი, მიმართვა, რომელიც დამიბლოკეს:

მამა კლეომენი: ,, წინ აღვუდგეთ ხარაგმას (დაჩიპვას) და, ახალი მსოფლიო წესრიგისანტიქრისტესგეგმებს 666-! ფრთხილად და ყურადღებით!!!

ახლოვდება ხარაგმა – დაბეჭდვა-დაჩიპვა…

ხარაგმა- ვაქცინაცია, 666.

ვაქცინა ნანოჩიპით და ლუციფერინით.

და, რატომ შეიცავს ლუციფერინს?! რათა გამოავლინოს, მიღებული გაქვს თუ არა ხარაგმა- დაჩიპვა!

ი ს ი ნ ი გეუბნებიან: დღეს, რომ იმოგზაურო, უნდა გქონდეს ვაქცინაცია გაკეთებული… და, ესაა პირველი აკრძალვა საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებამდე…

იცოდე, რომ მოგვიანებით სხვა აკრძალვებიც იქნება!

და, დადგება დრო და, გეტყვიან: „თუ არ ხარ თანახმა გაიკეთო ვაქცინა, რომელიც შ ე ნ შეგიცვლის დნმ-ს, რომელიც შ ე ნ გაქცევს ზომბად, შ ე ნ – ლუციფერაკო, ანტიქრისტეს მიმდევარო, შენ- რომელსაც ჩაგირთავენ 5J-ის მოგვიანებით….

მიხვდი, რომ მ თ ა ვ რ დ ე ბ ი!!! მთავრდები – დღემდე მხართეძოზე წამოწოლილო…

მიხვდი, რომ ხ ვ ა ლ არ მოგცემენ სახლიდან გამოსვლის უფლებას ვაქცინის გარეშე!!!!

არ გაგახსნევინებენ მაღაზიას ვაქცინის გარეშე!!!

არც სუპერ- მარკეტს!!!

ვერ წახვალ ვერსად ვაქცინის გარეშე!!!

ვერ წახვალთ ვერსად, ვერც დიდები და ვერც პატარები, ვერც მდიდრები და ღარიბები, ვერც თავისუფლები და ვერც მონები!!!

და, რას იზამ?!

შენ – დღემდე რომ არაფერს აღუდექი წინ, რომ შენი რწმენა გაძლიერებულიყო!

ახლა – თუ არის ახლა შემორჩენილი რაიმე ნიშანი შენში წმინდა სულის და, გაიკეთებ ამ ხარაგმას – ვაქცინას 666-ით, იცოდე,რომ დამთავრდები!!!

საბოლოოდ დაგტოვებს სული წმიდა!

და, ვინ გახდები?! – ერთი ამათგანი ლუციფერინი!

მამა შენი გახდება ლუციფერი!

და, რა დაგრჩება?! არაფერი – მოვა ანტიქრისტე და თაყვანს სცემ!

შენში აღარაფერი წმინდა აღარ იქნება შემორჩენილი!

ირჩევ და იღებ!!!!

ირჩევ კატასტროფას და მიიღებ!!!

გინდა დარჩე ქრისტესთან?! უარი უთხარი ვაქცინაციას, ნანო ჩიპს 666-ით…

გინდა იყო ანტიქრისტესთან?!-

თუ გაიკეთებ ვაქცინას, ჰკარგავს უკანასკნელ იმედს – სულიწმიდისას, რომელიც შემორჩენილია შენში და იცოდე, რომ დ ა მ თ ა ვ რ ე ბ უ ლ ი ხარ!

და, ნახავ მალე შენს სხეულზე და სულში ხარაგმის – დაბეჭდვის შედეგებს!

და, არ გექნება სულის სიმშვიდე არც დღისით და არც ღამით, არც ამქვეყნიურ ცხოვრებაში და არც მარადიულ ჯოჯოხეთში!

მიხვდი, რა უნდა გააკეთო?!

უნდა აღუდგე წინ!!!!

ახლავე!!!

ჯერ კიდევ გაქვს წუთები დარჩენილი!!!!

ან, ახლა, ან, არასოდეს!!!

ირჩევ და იღებ!!!

მართლმადიდებელთა წინ აღდგომა იქნება რეალური ამ მსოფლიო ხარაგმის წინააღმდეგ!!!“

https://www.facebook.com/neataksi.blogspot/videos/10221765183470250/

  • აი, ეს იყო, პატივცემულო მკითხველო, რამაც კინწურაშვილი გააშმაგა! კინწურაშვილის გაშმაგება კი, იმის მაუწყებელია, რომ აუცილებლად დადგება ვაქცინაციის მომენტი და ზოგს მოტყუებით, ზოგს მუქარით, ზოგს კი ძალის გამოყენებით აიძულებენ აცრას!

შეიძლება, ეს ვაქცინაცია სულაც არ ნიშნავს, რომ აპოკალიფსის თანახმად, ადამიანებს ანტიქრისტეს რიცხვით, 666-ით აღბეჭდავენ… მაგრამ ის კი აშკარაა, რომ თუ ადამიანები დანებდებიან და დაემორჩილებიან თავსმოხვეულ წესს, რომ ვაქცინაციაზე უარის უფლება არ გააჩნიათ,

მაშინ ეს ადამიანები ასევე მარტივად დაემორჩილებიან, როცა აპოკალიფსური ჟამი დადგება და ცრუ წინასწამეტყველი ცრუ ქრისტეს მითითებით, მათი მამის – თვით სატანის სურვილის შესაბამისად, ადამიანების დანომვრას დააპირებს, რათა მერე ამ დანომრილ-დაჩიპულებს რიგზე გაათვლევინოს და „ნაბიჯით იარ!“ – კუპრის ქვაბისკენ წაასხას!

აი, ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს აქვს იმის უფლება, რომ უარი თქვას ნებისმიერ ზემოქმედებაზე, რომელიც მისთვის ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებასთან ასოცირდება!

ჩვენ ამის უფლება გვაქვს, მაგრამ ამის შეტყობის საშუალებას გვართმევს თამარ კინწურაშვილი! ის იმდენად გაკადნიერდა, რომ საკუთარი დამქაშები „დამოუკიდებელ ექსპერტებად“ მონათლა, ეს თვითმარქვია ექსპერტები კი, არ მეტი, არც ნაკლები – მოციქულ იოანეს გამოცხადების, ანუ აპოკალიფსის რევიზიას ახდენენ!

დემოკრატიის სახელით, აზრის და პოზიციის გავრცელების უფლებასაც უბლოკავენ ქრისტიანებს!

ეს არის ფაშიზმი! ეს არის დემონოკრატია!

გახსოვდეთ – ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც თქვენთვის სულაც არ იქნება მშვენიერი, განრისხებული ქრისტიანები, რომლებსაც სამშობლოს  ფა სარწმუნოების დაცვას თვით ქრისტეს რჯული ავალებთ – დაუნდობლად მოგიცვივდებიან და ისე მოგეპყრობიან, როგორც ურჯულო გიაურებს მოეპყრნენ „ბახტრიონის“ აჯანყების დროს, დღემდე გმირებად და წმიდანებად შერაცხული ქართველები!

ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები