უპირველესად, მათი სამიზნე ბავშვებია – მაია დვალიძე:

– “ისედაც ხომ მოგვისპეს ერთმანეთის სიყვარული..
ნათესავებთან ურთიერთობა შეგვიზღუდეს არეული და უსახსრო ცხოვრების მეშვეობით, მოგვისპეს უდიდესი ძლევამოსილების შეგრძნება, რაც ახლავს შეკავშირებულ სანათესაოს!

სადღაა ის ქორწილები, მთელი სეფა ჩვენ რომ ვიყავით… დაბადების დღეების სამზადისი , ან “გარე სტუმრებს ველი, მოდით მომეხმარეთ” და იწყებოდა…
დედა, რა ბედნიერება იყო ეგ მომენტები..
ქელეხებიც კი.. მთელი სანათესაოს ერთმანეთის ნუგეში და ფერება…

სანათესაო კი არა, ოჯახებიც მოგვისპეს ემიგრაციით…
სადღაა დედაშვილური ურთიერთობები, ცოლქმრული ბედნიერება… საკუთარი მონაგარით ტკბობა..

და დღეს, ეს “კორონა აფიორა” ყველაფერზე მეტად გვსპობს!
რაც აქამდე ვერ მოგვიშალეს და სულიერად ვერ დაგვშალეს, ეხლა გვიკეთებენ…

და უპირველესი მათი სამიზნე ბავშვებია! ამ უკვე ერთწლიან ტრავმას დიდი ძალისხმევით თუ შეამსუბუქებ და გაანეირტალებ..
სწავლა დაიწყო და რა ცოდნა, რა მეგობრობა, ყველგან კორონაა!

ეს 7-12 კლასის ბავშვების სახლებში გამოკეტვა, ამ ასაკში ურთიერთობების შეზღუდვა და განათლების ხარისხის ნულამდე დაყვანა, ისეთ ცუდ შედეგებს მოიტანს, ისეთ ცუდ შედეგებს, განსაზღვრაც მიჭირს!..

მშობლებო, რატომ არ ვარგიხართ??
რა დაგიშავეს ამ ბავშვებმა, რატომ არ იცავთ მათ სულებს, მათ ფსიქიკას?!
დავიჯერო, მხოლოდ ჩემი შვილია განცდებში?
დავიჯერო, მხოლოდ ჩემი შვილი გრძნობს თავს უუფლებო გამოკეტილ მონად?

კორონას მერე შმორონა რომ გამოგიცხადონ.. და მერე სორონა?

ფიქრობთ საერთოდ სად ხართ და სად ამოყობთ შემდგომში თავს???”

– წერს მაია დვალიძე.

კომენტარები