ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე აირ­ჩი­ეს

გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე აირ­ჩი­ეს.

იგი პირ­ვე­ლი ქალი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბაზე. კენ­ჭისყ­რის დროს მას მხა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა და­უ­ჭი­რა.

ურ­სუ­ლა იყო პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­და.

60 წლის პო­ლი­ტი­კო­სი ბრი­უ­სელ­ში და­ი­ბა­და, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლია და ფიქ­რობ­დნენ, რომ ის ან­გე­ლა მერ­კელს შეც­ვლი­და.

ფონ დერ ლა­ი­ე­ნის ოჯა­ხი ბრი­უ­სე­ლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მან ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჰა­ნო­ვერ­ში მე­დი­ცი­ნას და­ე­უფ­ლა.

ურ­სუ­ლას შვი­დი შვი­ლი ჰყავს.

იგი 2005 წელს შე­ი­ტყო მერ­კელ­მა ის სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის, ასა­კო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ფე­დე­რა­ლურ მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა. ოთხი წლის შემ­დეგ ის ბუნ­დეს­ტაგ­ში აირ­ჩი­ეს. 2013 წლამ­დე კი ფონ დერ ლა­ი­ე­ნი შრო­მი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის მი­ნის­ტრი იყო.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კა­ვებს.

„ნდო­ბა, რო­მე­ლიც მე გა­მო­მი­ცხა­დეთ, არის ნდო­ბა ევ­რო­პი­სად­მი. ჩემი მუ­შა­ო­ბა იწყე­ბა ამ წუ­თი­დან. მო­დით, ვი­მუ­შა­ვოთ ერ­თად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად “, – გა­ნა­ცხა­და მან კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

 

კომენტარები