უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების 82 მონაწილე მოკლეს

ქალაქ ბაგოში შეტაკება მოხდა. უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების 82 მონაწილე მოკლეს. დასახლებული პუნქტი ქვეყნის მთავარი ქალაქის, იანგონის მახლობლად მდებარეობს.ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, აქციის დასაშლელად სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები გამოიყენეს.
პირველ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში სამხედროებმა საპროტესტო აქციების 600-ზე მეტი მონაწილე მოკლეს.
კომენტარები