უსაფუარო პურის რეცეპტი, სწორი კვების მოყვარულთათვის

ბევრი დიასახლისი ეძებს პურის იდეალურ რეცეპტსუკვე დიდი ხანია. ზოგი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ზოგსაც გარკვეული სიახლეები იზიდავს.

ითვლება, რომ უსაფუარო და დანამატების გარეშე გამომცხვარი პური, ბევრად სასარგებლოა.

ჩვენ ასეთი ადამიანებისთვის, არაჩვეულებრივი და მარტივად მოსამზადებელი უსაფუარო პურის რეცეპტი მოვამზადეთ.

ამ რეცეპტის შემქმნელი ცნობილი რუსი ვეგეტარიანელი ექიმი, დოქტორი ოლეგ გენადის ძე ტარსუნოვია.

მომზადებისთვის დაგჭირდებათ:

 

800 გრ. ხორბლის ფქვილი

75 გრ. ჭვავის ფქვილი

100 გრ. რძის ფხვნილი

2 ჩაის კოვზი ქინძი

1/3 ჩაის კოვზი ილი

1 მწიკვი ძირა ან ანისი

1 ჩაის კოვზი დარიჩინი

3-6 ჩაის კოვზი შაქარი

2 ჩაის კოვზი მარილი

1-3 ჩაის კოვზი სოდა

½ ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა

600 მლ. კეფირი

 

მომზადების წესი:

 

  • დაკეპეთ სანელებლები. აურიეთ ყველა კომპონენტი და კეფირი ჩაამატეთ. ურიეთ მანამ, სანამ სმეტანისებრ კონსისტენციას არ მიიღებთ.

  • ჭურჭელს, სადაც პურს გამოაცხობთ, ზეთი წაუსვით.

  • მიღებული ცომი ჭურჭელში გადაიტანეთ და სოდა და ლიმონის მჟავა ჩაამატეთ. პური  ღუმელში ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე მინიმუმ 1 საათით გამოაცხვეთ. ცომი ზომაში ორჯერ უნდა გაიზარდოს.

გემრიელად მიირთვით.

ასეთი პური თქვენ დიდი რაოდენობით ენერგიას შეგმატებთ.

წყარო: „takprosto.cc“.

კომენტარები