უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების ანგარიშზე სამი მაღალი სინჯის მედალია

საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების ანგარიშზე სამი მაღალი სინჯის მედალია.

მთავარი მწვრთნელის, ამირან მარკოიშვილის ინფორმაციით, ფინალში, რევაზ ჩიკოიძემ +100კგ.წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი მეტოქე ილჰამ ზაკიევი დაამარცხა.

ზვიად გოგოჭურს ძველმა ტრამვამ შეახსენა თავი და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში, რუს აბდულა კურამაგოვედოვთან დამარცხდა.

26 ივლისს, ზურაბ ზურაბიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნაკრები საქართველოში 29 ივლისს დაბრუნდება.

კომენტარები