„უფალი გვეუბნება, ჩემი სახელით ითხოვეთ და რაც არ უნდა ითხოვოთ, მე აღვასრულებო, – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე რა უნდა ვითხოვოთ, უპირველეს ყოვლისა?“

-„უფალი გვეუბნება, ჩემი სახელით ითხოვეთ და რაც არ უნდა ითხოვოთ, მე აღვასრულებო,
– რა უნდა ვითხოვოთ, უპირველეს ყოვლისა?
– რა თქმა უნდა, მასთან მყოფობა.
ჩვენს გულში უნდა განდიდდეს იესო ქრისტეს სახელი
და როცა ეს მოხდება, მაშინ ჩვენი გული გაიხსნება მადლისათვის,
რომელიც სულიწმიდა ღმერთმა მოიტანა უშურველად და ადამიანის გულში იმის შესაბამისად დამკვიდრდება, რა ერთგულებასაც გამოიჩენს იგი ღვთის მიმართ.
ეს ყველაფერი, როცა რეალობად იქცევა, მაშინ
მე მექნება ცოცხალი განცდა, ქრისტეს ჩემთან მყოფობისა,
ამ დროს ჩემი ლოცვა არ იქნება იმით მოტივირებული, რომ მე შენგან რაღაცა მინდა, უფალო, მათ შორის სიმშვიდე, სიხარული, ბედნიერება, სიკეთის ქმნისა და ქველმოქმედების უნარი,
არამედ მოტივაცია თავად უფალი იქნება,
მე შენ მინდიხარ, ღმერთო.
ადამიანის სული გაუმაძღარია,
უფსკრულია,
იდეაში მას არაფერი აკმაყოფილებს,
მათ შორის არც სიყვარული,
არც სიკეთე,
არც სიმშვიდე,
არაფერი,
არაფერი,
მას თავად ღმერთი უნდა.
ბევრჯერ გვითქვამს –
ღმერთი არის სიყვარული,
მაგრამ სიყვარული ღმერთი არ არის,
ღმერთი არის სიკეთე,
მაგრამ სიკეთე ღმერთი არ არის,
ღმერთი არის ბედნიერება,
მაგრამ ბედნიერება ღმერთი არ არის,
ღმერთი არის სიმშვიდე და სიმდაბლე,
მაგრამ სიმშვიდე და სიმდაბლე ღმერთი არ არის,
ღმერთი არის სიყვარული,
მაგრამ სიყვარული ღმერთი არ არის,
ღმერთი არის სიცოცხლე, მაგრამ სიცოცხლე ღმერთი არ არის,
რადგან ღმერთი ამ ყველაფერზე აღმატებულია, ანუ,
ადამიანს თავად ღმერთი უნდა,
თავად ღმერთი ენატრება“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
/გვერდის ამონაროდების არქივიდან/
კომენტარები