უშგულში კოშკი ჩამოინგრა

უშგულში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკი ჩამოინგრა.

ჩამონგრეული კოშკის ფოტოები ფეისბუკზე მინდია ჩარქსელიანმა გამოაქვეყნა.

„დაპირებულმა რეაბილიტაციამ დააგვიანა“, – წერს მინდია ჩარქსელიანი.

კოშკებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღადგენს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ კოშკი აღდგენას ექვემდებარება, რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს ტენდერი კოშკების აღდგენის პროექტზე, მათ შორის არის სოფელი, სადაც ეს კოშკი ჩამოინგრა. გახსოვთ, რომ გასულ წელსაც ჩამოინგრა ჩარკვიანების კოშკი, რომელის აღდგენა დავიწყეთ”, – განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ.

კომენტარები