უჩა მამაცაშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტზე – „განსაკუთრებული შემთხევაა, – მათ საკუთარ თავს აჯობეს -ამ ადამიანებს ვურჩევ, ბრაზილიელი პროდიუსერების დაქირავებას“

-„ჩემზე აერაერთი უსაფუძლო ჭორი და ბრალდება მომისმენია, როგორც არასაჯარო პირს, მათზე რეაქცია ძირითადად არ მაქვს. თუმცა ტვ „პირველი“ მაინც განსაკუთრებული შემთხევაა, – მათ საკუთარ თავს აჯობეს, რუსეთთან საიდუმლო ელჩობაში „მამხილეს“.

მესმის, საარჩევნი კამპანიაა, ტელევიზია ყველა ხერხით ცდილობს მეპატრონეებისა და დამფინანსებლების გულის მოგებას, თუმცა სიმართლესთან ოდნავ ახლოს მაინც უნდა იყოს ინფორმაცია, რომ დაგიჯერონ?

ჩემთვის მძიმეა იმის ყურება,  როგორ წვალობენ და ეძებენ ბნელ ოთახში კატას, რომელიც იქ, რასაკვირველია, არ არის.

რაც შეეხება სიუჟეტის შინაარსს, მის განხილვას აზრი არ აქვს, – ყველა სიტყვა და აქცენტი არის სიცრუე, ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი ზედმეტი და შეურაცხმყოფელია.

ღიმილის მომგვრელია იმის აღმოჩენა, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ „ტვ პირველის“ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მესვეურები ჩემს ირგვლივ სკანდალის შექმნას. ამ ადამიანებს ვურჩევ, ბრაზილიელი პროდიუსერების დაქირავებას. საპნის ოპერები მათი მოგონილია, ისინი უკეთ გაართმევენ თავს გამოგონილი ამბების სიმართლედ გასაღებას. ჩემი მხრიდან კი მზად ვარ, ბრაზილიელი სცენარისტების მგზავრობისა და ანაზღაურების ხარჯები საკუთარ თავზე ავიღო“, –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა Post Tv-ის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, – ტვ „პირველში“ გავიდა რეპორტაჟი, ნოდარ მელაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, უჩა მამაცაშვილი მოსკოვში კონსპირაციულად და რეგულარულად დაფრინავს. მ

კომენტარები