უცნაური განცდა აწვალებს , თუ რატომ გაჩნდა ის ადამიანად და რატომ არ მოვიდა წვიმად,

გია არგანაშვილი:

პოეზიისთვის
(თვალსაზრისი)
მატვრულ ნაწარმოებში პოეზია იცნობა არა ტექსტის დასრულების შემდეგ, იმისდა მიხედვით თუ როგორია მისი თითოეული სალექსო სტრიქონი (სტრუქტურული შემადგენლობა და ა.შ.) და რა დამოკიდებულება აქვს მას სტროფის სხვა სტრიქონების მიმართ, არამედ თემის გააზრების ეტაპზე, მეტაფორის ხარისხის და შინაარსის მიხედვით. მაგალითად, თუ ავტორს (ლირიკული გმირს) უცნაური განცდა აწვალებს , თუ რატომ გაჩნდა ის ადამიანად და რატომ არ მოვიდა წვიმად, შეუძლებელია (ან თითქმისშეუძლებელია) ამ აზრის იმგვარი სინტაქსური წყობით გადმოცემა , რომ მასსი არსებული პოეზიის მარცვალის ჩაკვლა ვინმემ შეძლოს…
ასევე, თუ ავტორს შეუძლია ბუნების ყოვლდღიურ სიმშვიდეში ღვთიური ჰარმონია შეიცნოს და ამის დასანახად მას ხიდან ხეზე ჩიტის გადაფრენაც ჰყოფნის … თითქმის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ მხატვრულ ფორმაში გაახმიანებს ის ამ ინდივიდუალურ ნააზრევს … აქაც, როგორც წინა შემთხვევაში შეუძლებელია პოეზიის დაკარგვა.
აზრის გადმოცემის ფორმა, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია. მას შეუძლია, რომ მხატვრული ტექსტი ლექსად აქციოს. თუმცა ის სიტყვას, აზრს პოეტურ მნიშვნელობას ვერც შესძენს და ვერც დაუკარგავს …

კომენტარები