უცხოელი ტურისტების შემოსვლა დაინფიცირების რისკს გაზრდის?

-„ტურისტების შემოსვლა რისკს გაზრდის. რეალურად გაიზრდება თუ არა შემთხვევების რიცხვი, ეს დამოკიდებული იქნება ექიმებზე, ეპიდემიოლოგებზე და სახელმწიფო ვერტიკალზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ დაარეგულირებს ტურისტების შემოსვლას. მაგალითად, ჯერ არ ვიცი, იქნება თუ არა სავალდებულო ტურისტებისთვის ე.წ. იმუნოლოგიური პასპორტის მოთხოვნა, ანუ იმ ცნობის, რომ ისინი ინფიცირებული არ არიან.

უცხოელი ტურისტების შემოსვლა დაინფიცირების რისკს გაზრდის. თუმცა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარება ადამიანებზე, ექიმებზე და სახელმწიფოს მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებზე იქნება დამოკიდებული“ – განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები