უძველესი ქვა დედამიწიდან. აღმოჩენა მთვარეზე

 

ავსტრალიელი მეცნიერები 1971 წელს მთვარიდან ჩამოტანილი ქვის შესწავლისას მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ჩვეულებრივ მარმარილოს გავს.

კვლევებიდან ჩანს, რომ დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინათ ის დედამიწიდან მთვარეზე მოხვდა.

ექსპერტების აზრით – ეს ნიმუში არ გავს მთვარიდან ჩამოტანილ დანარჩენ 400 კილოგრამ ქვას, რომელიც უკვე შეისწავლეს. ქიმიური შემადგენლობა სრულიად განსხვავებულია.

შესაძლოა, მილიონობით წლის წინ დედამიწაზე ასტეროიდი ჩამოვარდა და ძლიერი შეჯახების შედეგად დედამიწის ნამსხვრევებმა მთვარემდე მიაღწია.

წყარო: o.tark-news.com

კომენტარები