უძლური დასავლეთი და ალიანსის წევრი ქვეყნების ნულოვანი სოლიდარობა

კორონავირუსის პანდემიამ იმოქმედა მსოფლიო ლიდერების რიტორიკაზე, მაგრამ ამას თითქმის არავითარი გავლენა არ მოუტანია საერთაშორისო პოლიტიკაზე. მოსკოვი სავაჭრო ომების დასრულების და სანქციების მოხსნის წინადადებით გამოდის, იქამდე მაინც სანამ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს.
ამასთან რუსეთის მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობის შესახებ, გაეროს გენერალურმა ასამბლემ დაბლოკა.

საგულისხმოა,რომ მიუხედავად ამისა შტატები რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებას დადებით და პოზიტიურ ჟესტად ასახელებს ვლადიმერ პუტინის მხრიდან.

რას უნდა ველოდოთ მომავალში ?
ევროკავშირი და ნატო, ეს ორგანიზაციები უბრალო ბუტაფორია აღმოჩნდა და მათ ვერ შეძლეს ძალების კონსოლიდირება გლობალური გამოწვევის დასაძლევად გამომდინარე იქედან,რომ წევრმა სახელმწიფოებმა სრული დაბნეულობა და ნულოვანი სოლიდარობა გამოავლინა ერთმანეთის მიმართ ჩნდება ლოგიკური კითხვა სამხედრო და სავაჭრო ალიანსი დაძლევს სხვა უფრო დიდ გამოწვევებს ?

ნატოს ”პატრიოტი 2020” – ს წვრთნები, რომელიც აპრილ მაისში უნდა გამართულიყო სწავლებაში პოტენციურ მოწინააღმდეგედ რუსეთი განიხილებოდა და ეს წვრთნები რუსეთის ევრუპულ საზღვრებთან უნდა გამართულიყო, გამოდის,რომ მოსკოვს ნამდვილად, არ უნდა ეშინოდეს არაორგანიზებული, უდისციპლინო, ეგოიზმით და თვით გამორჩენის პრინციპებზე დაფუძნებული და დემორალიზირებული ალიანსის წევრი ქვეყნების.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები