„უწმინდესია უფალი, ამიტომაც უწმინდურნი ვერ გრძნობენ მას. უფალი ბავშვივით მოწყალეა“-წმ. ნიკოლოზ სერბი

უფალო – ნუგეშო ჩემო სასოწარკვეთილების ჟამს.
უფალო – ძალაო ჩემო უძლურების ჟამს.
უფალო – მზერაო ჩემო წყვდიადში.
უფალი მწუხარეთა ცრემლებს თავის მუჭაში აგროვებს და წვიმასავით აპკურებს მას სამყაროს.
უფალი მოინახულებს პატიმრებს.
უფალი ზის სნეულთა სარეცელთან.
თქვენ კი ამბობთ სად არის უფალი?
თქვენი სულის კართან დგას უფალი და მზადაა, თუ დაუძახებთ შემოვიდეს და განწმინდოს თქვენი სული.
თქვენი გულის კართანაც დგას უფალი დიდი სანთლით, დგას უფალი და ელის, როდის დაუძახებთ, რომ შემოიტანოს სანთელი თქვენს გულში და გაანათოს იგი, განდევნოს იქიდან მთელი კვამლი და სიმყრალე.
დადის უფალი ყოველი ადამიანის გულის კართან, რეკს მას განუწყვეტლივ, ეგების ვინმემ გამიღოსო.
უნათლესია უფალი, ამიტომაც მტვრიანნი ვერ ხედავენ მას.
უწმინდესია უფალი, ამიტომაც უწმინდურნი ვერ გრძნობენ მას.
უფალი ბავშვივით მოწყალეა და აძლევს თითოეულს იმას, რასაც სთხოვს.
წმ ნიკოლოზ სერბი.
კომენტარები