უხვ ნალექს ვაშლიჯვრის ფერდობზე რაიმე საფრთხე არ შეუქმნია

გუშინ ღამით მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის ფერდობზე რაიმე საფრთხე არ შეუქმნია.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით:

-„ვაშლიჯვრის ფერდობმა გუშინდელი უხვი ნალექი გადაიტანა, არანაირი პრობლემა არ შექმნილა. სამუშაოები ჩატარებული იყო კომპეტენტურად და კვალიფიციურად. ამ ყველა ნაბიჯმა გამოიღო შედეგი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, კვალიფიკაცია და საქმის კეთების სურვილი“.

თბილისში, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების გამო, 112-ში 100-მდე შეტყობინება დქფისირდა.

შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდებოდა.

კომენტარები