უჰანის ლაბორატორიიდან Covid 19-ის გაჟონვის შესახებ ვერსია სარწმუნოა- არსებობს ორი ვერსია…

აშშ-ში ჩატარებული კვლევებით, უჰანის ლაბორატორიიდან „Covid 19“-ის გაჟონვის შესახებ ვერსია რეალურია. ამ ინფორმაციას wsj.com ავრცელებს.

კვლევები აშშ-ის ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიამ გასული წლის მაისში დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის ინფორმაციის დადგენა დაავალა.

არსებობს ორი ვერსია:

ვირუსი გავრცელდა ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის ან ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონვის შედეგად.

ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ ვარაუდობენ, – ვირუსის ხელოვნური წარმოშობა და ლაბორატორიიდან შემთხვევითი გაჟონვაა.

კვლევები ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიის სადაზვერვო ქვედანაყოფმა ჩაატარა. კვლევების დროს SARS-COV-2-ის ვირუსის გენეტიკური ანალიზი ჩატარდა. გენეტიკური შემადგენლობის ანალიზის ჩატარება მოსახლეობაში მისი გავრცელების შესაფასებლად ტარდება.

-„ვირუსი ლაბორატორიიდან არ გაჟონილა, ის ვირუსის წარმოშობის დადგენის საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, – აცხადებს ჩინეთის მთავრობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიუთითებს, ვირუსი ლაბორატორიიდან შემთხვევით „გაიქცა”, –  ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში უჰანის ლაბორატორიის რამდენიმე თანამშრომელს სიმპტომები დაუდგინდა, რაც კორონავირუსით ინფიცირებას ძალიან ჰგავს.

კომენტარები