„ფაიზერის“ „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინებია, შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს“ – თამარ გაბუნია

 საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„საქართველო ვაქცინაციის პროცესისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც მხარი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია აქვს გავლილი.  ეს ორგანოები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განისაზღვრება, ჩამონათვალში 35 ქვეყანა შედის, – ამერიკის წამლისა და კვების სააგენტო და სხვები.

საუბარია მხოლოდ ასეთ ვაქცინების შემოტანაზე, ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შეიძლება იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს. ამ ეტაპზე არცერთი ჩინური ვაქცინა არ არის აღიარებული არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ, არც ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული არ არის. არის ორი ვაქცინა, „სინოვაკი“ და „სინოფარმოა“ ყველაზე წინ წასული და ჩვენთვის ცნობილი, იმ ჩამონათვალიდან, რომელიც, შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება. ამდენად, ამ ეტაპზე ჩვენ რასაც განვიხილავთ, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“, – შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს. საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არის ტექნოლოგიური შესაძლებლობა,  „ფაიზერის“ ვაქცინა -80 გრადუსზე შეინახონ.

ასეთი მაცივრები არის ლუგარის ცენტრსა და მის ფილიალებში, ასევე, ტუბერკულოზის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში.

ერთი ასეთი მაცივრის შესაძენად დაახლოებით, 23 ათასი დოლარია საჭირო. დაწყებულია მუშაობა,საჭიროების შემთხვევაში მათი შეძენა მოხდება“, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები