„ფაიზერის” ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85% ეფექტურია”
ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებით, „ფაიზერის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია.
საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში COVID-19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით დაიკლო.
Pfizer-მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს.