„ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა იგეგემება“ – რა ღირს, Covid-19-ის ორი ვაქცინა?

 საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

– „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა იგეგემება“, –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ,, თამარ გაბუნიამ.

Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 42 ქვეყანაში უკვე 25 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ყველაზე მეტი მოთხოვნა AstraZeneca’s-ს ვაქცინაზეა.

უკვე გაფორმებულია 90-ზე მეტი შეთანხმება, კომპანიამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყნებს 1.48 მილიარდი ვაქცინა უნდა მიაწოდოს.

Pfizer-ის ვაქცინას ორჯერ აცრა სჭირდება,- დაახლოებით 20 დოლარი ღირს. AstraZeneca’s-ს ვაქცინა  ყველაზე იაფია, – ფასი 3-4 დოლარს შეადგენს.

კომენტარები