„ფაიზერის“ მესამე დოზა დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს – კვლევა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია:
„ფაიზერის“ მესამე დოზამ ვირუსისგან და მძიმე დაავადებისგან დაცვა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ვაქცინირებული პირები 4-ჯერ უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული.
ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადების განვითარების მხრივ, ღნიშნული კატეგორიის პირები ვაქცინის მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ 5-6-ჯერ უფრო დაცულები აღმოჩნდნენ.
ისრაელმა 60 წელს ზემოთ პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისს დაიწყო. ეს ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე დაიწია. ამასთან, მესამე დოზით ვაქცინირების საშუალება მიეცათ ორსულებს, მასწავლებლებსა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს. მესამე დოზა მოქალაქეებს მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის გასვლის შემდეგ უკეთდებათ.
კომენტარები