„ფაიზერი” სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს- ისრაელში მოსახლეობის 50% “ფაიზერის” ერთი დოზით მაინც აიცრა” – გიორგი ფხაკაძე
-„ ისრაელში მოსახლეობის 50% “ფაიზერის” ერთი დოზით მაინც აიცრა.„ფაიზერი” სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს. სუნთქვის პრობლემებისა და სიცხიანობის საფრთხე ფაიზერით აცრილებში 98% მცირდება.
ისრაელში ყველასთვის ღიაა: მუზეუმები, ზოოპარკები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ბიბლიოთეკები. აცრის დამადასტურებელი “მწვანე პასპორტით” მოსახლეობა დაიშვება სავარჯიშო დარბაზებში, სინაგოგებსა და სასტუმროებში, კონცერტებსა და სპორტულ სანახაობებზე 75% დატვირთვით: 300 ადამიანამდე შენობაში, 500-მდე, გარეთ. “პასპორტი”მობილურში ყენდება, გაიცემა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯერ აცრა არ უწევთ. სავალდებულოა, ფიზიკური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება.
აეროპორტები ორ კვირაში გაიხსნება. ამ დროისთვის, 50 წლის ზემოთ მოსახლეთა 95% იქნება აცრილი“, -აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.
ისრაელში, ვინც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა, „მწვანე საშვს” მიიღებენ.