„ფაიზერმა“ აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო

„ფაიზერმა“ (Pfizer) აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შტატ მიჩიგანში, Pfizer Kalamazoo-ს მიერ დამზადებული ვაქცინის პირველი დოზები მექსიკამ მიიღო.

აშშ-ის ტერიტორიაზე მოქმედი მწარმოებელი კვირაში 25 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის დამზადებას აპირებს. ივლისის ბოლოსთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 300 მილიონი დოზის მიწოდება შეეძლება.

2021 წლისთვის 2.5 მილიარდი დოზის დამზადებაა დაგეგმილი, მილიარდი დოზა სხვადასხვა ქვეყნებში გაიგზავნება.

„ფაიზერი“ და მისი გერმანული პარტნიორი BioNtech SE სხვა ქვეყნებს ვაქცინით აქამდე მხოლოდ ბელგიაში არსებული საწარმოდან ამარაგებდნენ.

ადგილობრივი წარმოების ვაქცინის უცხო ქვეყნისთვის მიწოდება პირველი შემთხვევაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

კომენტარები