„ფარდა ახადა იმ დიდ უბედურებას – თუ ვანო ჩხარტიშვილის გამოააშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს“ – კახა კალაძე

-„არ ვიცი, რამდენად რეალურია, რა ჩანაწერზე საუბრობთ, – ვანო ჩხარტიშვილის თუ გამოააშკარავებულია ის, რაც ხდებოდა ციხეებში, გამოძიება კი არა, ძალიან დიდი ჯილდო უნდა გადაეცეს ამ ადამიანს, ფაქტიურად ფარდა ახადა იმ დიდ უბედურებას და წამებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებპდა. სამწუხაროდ, ეს წლები იყო, თუმცა საბედნიეროდ 2012 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე და მწამებელი ხელისუფლება.

,ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო გავრცელებული, საქართველოში საუბედუროდ იყო წლები, როდესაც აწამებდნენ ადამიანებს. ეს იყო ძალიან მძიმე,  ნამდვილად მიჭირს, ამ ყველაფრის გახსენება. არსებობს ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი ვიდეომასალა, რაც ვნახეთ, როდესაც გადამალულ კასრებში ინახავდნენ ამ საშინელებათა ფილმებს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„ტვ პირველის” ინფორმაციით, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, – ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. გაავრცელა აუდიო ჩანაწერიც, სადაც ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის საუბარია ასახული. გავრცელებული აუდიოფაილების მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილი აღიარებს, – კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

კომენტარები