„ფართოდ ადმინისტრირებადი ვაქცინაა – „სინოვაკის“ ეფექტიანობა“-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

-„ორი დღის წინ შემოვიდა „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა,  ვაქცინა ჩინეთმა აჩუქა საქართველოს. ფართოდ ადმინისტრირებადი ვაქცინაა, ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებიც აქტიურად იყენებენ. „სინოვაკი“ ისეთივე მეთოდითაა დამზადებული, როგორც „სინოფარმი“.  

მისი ეფექტიანობა სხვადასხვა კვლევით მერყეობს 51%-დან 91%-მდე. ბრაზილიურმა კვლევებმა აჩვენა 50%-ზე მეტი ეფექტიანობა, ჯანმო აღიარებს ვაქცინას, თუ მისი ეფექტიანობა 50%-ს აღემატება. თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა, „სინოვაკის“ 90%-მდე ეფექტიანობა აჩვენა. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმოს ე.წ. პროფაილი „სინოვაკთან“ დაკავშირებით, სადაც მოყვანილია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები“.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

სინოფარმს” ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს.

3 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 45 344 ადამიანია აცრილი.

შესაბამის მონაცემებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” პრეპარატით წარმოებს, რომელიც 55 წელს გადაცილებული პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ორგანოგადანერგილი პირებისა და დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის არის ხელმისაწვდომი . 

კომენტარები