ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელება -ნოდარ მელაძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც გამოკითხვის დაწყებამდე მელაძემ განაცხადა, პროკურატურა დაინტერესებულია აღნიშნული ჩანაწერის მოპოვების წყაროზე გასვლით და არა აუდიოჩანაწერში არსებული სავარაუდო დანაშაულის ძიებით. სწორედ ეს იკვეთება განჩინებიდან, რომელიც „ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ამ განჩინებით პროკურატურა მასალას არ ითხოვს,  ითხოვს ელექტრონულ მატარებელს, რომლითაც ჩანაწერი ტელევიზიას წყარომ მიაწოდა.  წყარო კონფიდენციალურია და ჟურნალისტის უფლებაა, მისი ვინაობა არ დაასახელოს.

ტელეკომპანია  მზად არის, პროკურატურას გადასცეს აუდიოჩანაწერები, თუ შესაბამისი განჩინება იქნება, თუმცა, , ეს საკითხი გადაწყდება იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.

კომენტარები